როგორც Gazzetta dello Sport იუწყება, ტურინის “იუვენტუსი” ჩერნოგორიის ეროვნული ნაკრების და “მანჩესტერ სიტის” შემტევ სტევან იოვეტიჩს 5-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს. ამავდროულად იტალიელები მზად არიან 25 წლის ფეხბურთელს წელიწადში 3.5 მილიონ ევრო შესთავაზოს და ფეხბურთელის ასპარეზობიდან გამომდინარე ბონუსებიც წაამატოს.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა კარლოს ტევესმა “იუვე” დატოვოს და იტალიური მედიის ინფორმაციით, არგენტინელის 10-ნომრიან მაისურს სწორედ იოვეტიჩი გადაიბარებს.
ჩერნოგორიელმა სახელი სწორედ იტალიაში თამაშის დროს გაითქვა. სტევანი “ფიორენტინას” 2008 წელს “პარტიზანიდან” შეუერთდა და ხუთი სეზონის განმავლობაში 134 მატჩში 40 გოლი გაიტანა. “მანჩესტერ სიტის” შემადგენლობაში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე მხოლოდ 39 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.
“ქალაქელთა” რიგებში გადასვლის შემდეგ შემტევის სატრანსფერო ღირებულება ორი სეზონის განმავლობაში 26-დან 20 მილიონ ევრომდე დაეშვა. ჩერნოგორიელს ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს.