როგორც Gazzetta dello Sport იუწყება, იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო MLS-ის ბინადარ “ნიუ იორკ სიტის” 2016 წლის იანვარში შეუერთდება. ფეხბურთელი 2015/16 წლების სეზონის პირველ ნახევარს იტალიურ გრანდში გაატარებს.
თავად ფეხბურთელმა უკვე რამდენჯერმე განაცხადა, რომ გუნდის დატოვებას არ აპირებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ, პირლო ატირდა და აღნიშნა, რომ მომდევნო სეზონის ფინალში თამაშის იმედი აქვს.