17 წლის ვატო მურჯიკნელი კარიერას გერმანული “ბაუმბერგის” 19-წლამდე გუნდში გააგრძელებს. შეთანხმება ერთწლიან პერიოდს მოიცავს.
გასული სეზონი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა წევრმა “ბვ დიუსელდორფში" დაასრულა. მურჯიკნელმა “ბვ დიუსელდორფის” ახალგაზრდულ გუნდში 2013-14 და 2014-15 წლების სეზონებში ითამაშა.
17 წლის ვატომ გასულ სეზონში A ჯუნიორენ ნეიდერჰეინლიგაში 26 მატჩი გამართა და 6 გოლი გაიტანა. ამავე ლიგაში თამაშობს მისი ახალი კლუბი “ბაუმბერგი”.
შეგახსენებთ ვატომ 2013-14 წლების ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ელიტ-რაუნდში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს 17-წლამდე ნაკრებს ნოდარ აკობია წვრთნიდა. მას შემდეგ ამპლუით მცველს საქართველოს ასაკობრივ ნაკრებში არ უთამაშია.