ფეხბურთი

20:10 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

რონალდინიომ “კერეტარო” დატოვა

2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი და კატალონიის “ბარსელონას” ერთ-ერთი ყოფილი ვარსკვლავი რონალდინიო მექსიკური “კერეტაროს” ღირსებას აღარ დაიცავს. აღნიშნული გადაწყვეტილება შემტევმა “ფეისბუქის” საშუალებით თავად გაავრცელა და კლუბის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.

“მინდა მადლობა გადავუხადო მექსიკელ ხალხს, რომელთა გულშიც ვიყავი და მექსიკელები ჩემ გულში მუდამ იქნებიან.” – აღნიშნა რონალდინიომ.

სამხრეთამერიკელი მოთამაშე მექსიკურ გუნდს გასული წლის 5 სექტემბერს შეუერთდა, მას შემდეგ ჩატარებულ 29 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.1203