ფეხბურთი

18:54 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გოგინაშვილი სერბულ “ნოვი პაზარში” ითამაშებს

ირაკლი გოგინაშვილი სერბეთის საფეხბურთო სუპერლიგის კლუბ “ნოვი პაზარში” გადავიდა. ამის შესახებ სერბული ინტერნეტპორტალი zurnal.rs-ი იუწყება.

გასული სეზონი, 21 წლის ნახევარმცველმა მოლდოვის ნაციონალური დივიზიონის (უმაღლესი ლიგა) “საქსანში” გაატარა, რომლის რიგებში 25 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. მოლდოვურ კლუბში გადასვლამდე, ის რუსთავის “მეტალურგში გამოდიოდა. გოგინაშვილი საქართველოს 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების წევრობის კანდიდატია.

განვლილ სეზონში, “ნოვი პაზარმა” სერბეთის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილი დაიკავა.

0.115212