“ლივერპულის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ინგლისის 19-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე “ჩარლტონის” ყოფილი მცველი ჯო გომესი კარიერას “მერსისაიდელთა” რიგებში გააგრძელებს. 18 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მცველის ტრანსფერი ლივერპულელებს 3.5 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდათ.
გასულ სეზონში გომესმა ჩემპიონშიფში, ლიგის თასსა და ასოციაციის თასზე ჯამში 24 შეხვედრა ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.