ფეხბურთი

15:56 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვერიამ” მერებაშვილს კონკრეტული წინადადებით მიმართა

საბერძნეთის საფეხბურთო სუპერ ლიგაში მოასპარეზე “ვერია” გიორგი მერებაშვილს ეპატიჟება.

ინტერნეტპორტალ sentragoal.gr-ის ინფორმაციით, “ვერიამ” 28 წლის ქართველ ნახევარმცველს კონკრეტული წინადადებით მიმართა. კერძოდ, მერებაშვილს საბერძნეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზისის ვრიზასი დაუკავშირდა, რომელიც “ვერიას” ტექნიკური დირექტორია. თუ რას გადაწყვეტს ფეხბურთელი უახლოეს ხანში გაირკვევა.

გასულ სეზონში, “ვერიამ” საბერძნეთის სუპერ ლიგის 18 გუნდში მე-14 ადგილი დაიკავა. ამ გუნდს ახალი სეზონიდან ბერძენი გიორგიოს გიორგადისი გაწვრთნის.

0.118059