შესანიშნავად თამაშობს ჩინელი ჰოუ იანგი გენიალური კუბელი მოჭადრაკის ხოსე რაულ კაპაბლანკას მემორიალზე, რომელსაც კუბის დედაქალაქი ჰავანა მასპინძლობს. იანგს 5 შესაძლებლობიდან 4.5 ქულა აქვს და მდევართა სამკაციან ჯგუფს 2 ქულით უსწრებს, რაც ჭადრაკში ძალიან დიდი უპირატესობაა.
შავებით მოთამაშე იანგმა მეხუთე ტურში ტურნირის აუტსაიდერი რუსი იან მეპომნიაშჩი დაამარცხა. მორიგ ტურში მისი მეტოქე კიდევ ერთი რუსი მოჭადრაკე დმიტრი ანდრეიკინი იქნება.
მეხუთე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები
იან მეპომნიაშჩი (რუსეთი) – ჰოუ იანგი (ჩინეთი) 0:1
ლაზაროს ბრუგოსი (კუბა) – პაველ ელიანოვი (უკრაინა) 1:0
ლემიერ დომინგეს პერესი (კუბა) – დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი) 0:5-0:5
სატურნირო მდგომარეობა 5 ტურის შემდეგ
I იანგი 4.5 ქულა
II-IVელიანოვი, დომინგესი, ანდრეიკინი 2.5-2.5
V ბრუგოსი 2
VI მეპომნიაშჩი 1
აღნიშნულ ტურნირზე მეორე წრის მატჩები დაიწყო.
მეექვსე ტურის შეხვედრათა განრიგი
ანდრეიკინი – იანგი
მეპომნიაშჩი – ელიანოვი
ბუგოსი – დომინგესი