ფეხბურთი

14:32 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბათუმის “დინამო” თურქეთში შეკრებას შეუდგა

საქართველოს განვლილი ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის ვერცხლისმედალოსანი ბათუმის “დინამო” თურქულ კარტეპეში შეკრებას შეუდგა.

ბათუმელთა პრესსამსახურის ინფორმაციით, “დინამოს” სამწვრთნელო შტაბმა, რომელშიც შოთა ჭეიშვილი, ასლან ბალაძე, ლევან ხომერიკი, ამირან მუჯირი და იური მამინაშვილი შედიან, შეკრებაზე შემდეგი მოთამაშეები წაიყვანა:

მეკარეები: ალავიძე, მამინაშვილი, ტაკიძე.

მცველები: მახარაძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, სუხიაშვილი, ქორიძე, მაკარიანი. ნახევარმცველები: შონია, ქავთარაძე, თედორაძე, ფონიავა, ჭკუასელი, ჩირიკაშვილი, დიასამიძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, კვანტალიანი, აშბა.

თავდამსხმელები: ბერიაშვილი, ტატანაშვილი, გაბედავა, აბუსელიძე.

თურქეთში ბათუმელებს შოტლანდიელი ნახევარმცველი უილიამ გიბსონი დაემატება, რომლის გუნდში დარჩენა-არდარჩენის საკითხი შეკრებაზე გადაწყდება.

“დინამო” თურქეთში 10 დღე დარჩება და სამ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს. ბათუმელები 21 ივნისს ერევნის "ულისს" ესპარინგებიან, 24 ივნისს რუმინეთის “ლაჩის” შეხვდებიან, ხოლო 27 ივნისს რუსეთის პრემიერლიგის პერმის “ამკარს” დაუპირისპირდებიან.

“დინამომ” კარტეპეში პირველ დღეს ძლიერი წვიმის ფონზე ივარჯიშა.

0.118489