ფეხბურთი

14:22 | 20.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცნობილაძე “სამტრედიას” ფეხბურთელია

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი დაჩი ცნობილაძე კარიერას “სამტრედიაში” გააგრძელებს. კონტრაქტის ხანგრძლივობა ერთ წელს შეადგენს. აღნიშნული ცნობა მოთამაშემ “მსოფლიო სპორტთან” საუბარში დაადასტურა.

დაჩის რუსთავის “მეტალურგთან” აკავშირებდა კონტრაქტი, რომელსაც ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურებოდა, თუმცა ორმხრივი შეთანხმებით ხელშეკრულება გაუქმდა.

ცნობილაძის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში “სამტრედიას” მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ დიდი როლი შეასრულა, რაც დაჩის არაერთხელ აღუნიშნავს. ტრანსფერი ამ ფაქტორმაც განაპირობა.

21 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონის პირველი ნახევარი რუსთავის “მეტალურგში” გაატარა, შემდეგ კი განათხოვრების წესით ბოლნისის “სიონში” ითამაშა.

საერთო ჯამში გასული სეზონის უმაღლესი ლიგის 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებების ყოფილი წევრი მიმდინარე წელს ალექსანდრე ჩივაძემ ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა.

0.117696