საფეხბურთო კლუბ “ცხინვალში” სიახლეებია. როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, კახა კაჭარავას გუნდში ომარ მიგინეიშვილი და ლაშა ჯაფარიძე ითამაშებენ. კონტრაქტის ხანგრძლივობა ერთ წელს შეადგენს.
30 წლის ლაშა ჯაფარიძეს კარიერის დიდი ნაწილი ქართულ კლუბებში გაუტარებია, მცირე ხნით კი მოლდოვურ “ტირასპოლში” თამაშობდა. გასული სეზონი “დილაში” დაასრულა და მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. პირველად ეს ტიტული 2009 წლის მაისში “ვიტ ჯორჯიასთან” ერთად მოიგო.
ჯაფარიძის მსგავსად ომარ მიგინეიშვილი ბოლოს გორის “დილაში” თამაშობდა და ზედიზედ მეორედ გახდა საქართველოს ჩემპიონი. 2013-14 წლების სეზონი “დინამო თბილისში” გაატარა.
“ცხინვალი” თორნიკე თარხნიშვილმა დატოვა. 24 წლის ნახევარმცველი კარიერას ქობულეთის “შუქურაში” გააგრძელებს.
“ცხინვალთან” კონტრაქტი ერთი წლით შემდეგმა ფეხბურთელმა გააფორმეს: გიორგი ივანიშვილი, გიორგი კაჭკაჭიშვილი, ნიკა კაჭარავა, დავით მაისაშვილი, ბიძინა მახარობლიძე, ბაქარ ქარდავა, უჩა ლობჟანიძე და ვარლამ კილასონია. მათ გასული სეზონი “ცხინვალში” დაასრულეს და კლუბში დარჩენა გადაწყვიტეს.