უზბეკეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში “ფახთაქორმა” შინ 3:1 დაამარცხა “მაშალი”. გამარჯვებულთაგან მეორე გოლი 56-ე წუთზე კახა მახარაძემ გაიტანა. 27 წლის ნახევარმცველს მთელი სათამაშო დრო დაეთმო. 16-გუნდიან ჩემპიონატში “ფახთაქორი” 31 ქულით პირველ ადგილზეა.
უზბეკეთის ჩემპიონატში “ქიზილქუმმა” შინ 3:2 დაამარცხა “ნავბაჰორი”. გამარჯვებულთა შემადგენლობაში გიორგი კვესიეშვილმა სრულად ითამაშა. “ქიზილქუმი” 20 ქულით მე-6 ადგილზეა.
ლიტვის ა ლიგის მე-17 ტურში “უტენისმა” შინ 1:0 დაამარცხა “შიაულიაი”, რომლის განაცხადში თამაზ ჩარგეიშვილი ვერ ვიხილეთ. ლიტვის ჩემპიონატში 10 გუნდი თამაშობს, “შიაულიაი” კი 7 ქულით მე-10 ადგილზეა.
“ტრაკაიმ” სტუმრად 3:0 დაამარცხა კაუნასის “სპირისი”. “ტრაკაის” შემადგენლობაში ნიკა აფაქიძემ სრულად ითამაშა, ბესო ამაშუკელი კი განაცხადში ვერ ვიხილეთ. “ტრაკაი” 40 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულა აქვს “ჟალგირისს”, რომელიც ჩემპიონატს ბურთების უკეთესი შეფარდების გამო ლიდერობს.
“ომონიამ” ამხანაგური მატჩი ბულგარულ “მონტანასთან” ფრედ 2:2 ითამაშა. კვიპროსული კლუბის სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა უჩა ლობჟანიძე და 30-ე წუთზე შეცვალეს. “ომონიას” ოფიციალური ვებგვერდი არ იუწყება ცვლილების მიზეზს.