ტურინის "იუვენტუსი" ზაფხულის მიმდინარე სატრანსფერო ფაჯრისას საკმაოდ აქტიურია. "ბებერმა ქალბატონმა" პაულო დიბალასა და სამი ხედირას შემდეგ მარიო მანჯუკიჩიც გაიფორმა. "ბიანკონერის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ სწორედ ხორვატი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა.
"მანჯუკიჩს გოლები გაჰქონდა ყველა იმ ჩემპიონატში, სადაც აქამდე უთამაშია. იგი გამოცდილი თავდამსხმელი და შესანიშნავი მოთამაშეა, რომელიც თავს იტალიაშიც გამოიჩენს. მისი დამატებით კმაყოფილი ვარ", - განუცხადა ალეგრიმ "სქაი სპორტს".
მარიო მანჯუკიჩი ტურინულ გრანდში 18 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. აქამდე კი მას "ვოლფსბურგში", "ბაიერნსა" და მადრიდის "ატლეტიკოში" უთამაშია.