ფეხბურთი

20:31 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარვალიუ “მონაკოში” კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს

37 წლის პორტუგალიელი მცველი რიკარდუ ალბერტუ კარვალიუ “მონაკოს” ღირსებას კიდევ ერთი სეზონი დაიცავს. აღნიშნულ ინფორმაციას tuttomercato ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელი და კლუბი კონტრაქტის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებაზე უკვე შეთანხმდნენ.

კარვალიუ “მონაკოში” 2013 წლიდან თამაშობს. ამ კლუბის მაისურით პორტუგალიელმა 62 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. “მონაკომდე” კარვალიუს “პორტოში” “ჩელსიში” და “რეალში” უთამაშია. 37 წლის ფეხბურთელი 2003-წლიდან პორტუგალიის ეროვნული ნაკრების წევრიცაა.

0.118583