ფეხბურთი

18:26 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ევერტონმა" კაპიტანს გაუხანგრძლივა

ინგლისის პრემიერლიგის ბინადარმა ლივერპულის "ევერტონმა" გუნდის კაპიტან ფილ იაგიელკასთან კონტრაქტი ერთი წლით, 2016 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა. ამის შესახებ ლივერპულური გუნდის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

იაგიელკას ძველი ხელშეკრულება მიმდინარე თვის ბოლოს ეწურებოდა, თუმცა მხარეებმა ერთი წლით თანამშრომლობის გაგრძელება გადაწყვიტეს.

32 წლის ფილ იაგიელკა "ევერტონის" ღირსებას 2007 წლიდან მოყოლებული იცავს, როცა "შეფილდ იუნაიტედიდან" გადაბარგდა. გასულ სეზონში პრემიერლიგაში თავის გუნდს 37 მატჩში გატანილი 4 გოლით შეეწია.

0.114428