ფეხბურთი

17:20 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კარლოს ბაკა "რომაში" თამაშზე თანახმაა

ევროპის ლიგის მოქმედი გამარჯვებულის ესპანური "სევილიას" კოლუმბიელი ლიდერი კარლოს ბაკა იტალიურ "რომაში" გადასვლას დასთანხმდა. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება.

იტალიელი ჟურნალისტების ნარკვევით, "სევილიელი დალაქები" ამ ტრანსფერით 30 მილიონ ევროს მიიღებენ, კოლუმბიელი ფორვარდი კი რომში სეზონში ანაზღაურების სახით 3 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

"გაძეტას" ინფორმაციით, ტრანსფერის ოფიციალურად დადასტურება მომდევნო 24 საათშია მოსალოდნელი.

28 წლის კარლოს ბაკა ამჟამად თავისი ქვეყნის ნაკრებთან ერთად კოპა ამერიკაზე ასპარეზობს. გასულ სეზონში მან "სევილიას" მაისურით ლა ლიგაში 37 მატჩში 20 გოლი გაიტანა, ხოლო ევროპის ლიგაზე 15 შეხვედრაში თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

0.121832