ფეხბურთი

15:28 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" კონდოგბიას შეუთანხმდა

"მონაკოსა" და საფრანგეთის ნაკრების ნახევარმცველი ჟეფრი კონდოგბია იტალიურ "მილანში" გადასვლასთან ახლოსაა. გამოცემა "სქაი სპორტის" ინფორმაციით, "როსონერის" ხელმძღვანელობა და ფეხბურთელი უკვე შეთანხმდნენ და 22 წლის მოთამაშე "მილანის" ამ ზაფხულის პირველი შენაძენი იქნება.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ადრიანო გალიანი კონდოგბიას წარმომადგენლებს სასტუმრო "ფეირმონტში" ხუთშაბათ საღამოს შეხვდა, რომელსაც ფრანგი ფეხბურთელის ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. "სქა სპორტის" ცნობით, შეხვედრამ წარმატებულად ჩაიარა.

კონდოგბია "მონაკოს" რიგებში 2013 წლიდან მოყოლებული თამაშობს. გასულ სეზონში კი ლიგა 1-ში 23 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში კი იმედისმომცემ ფეხბურთელს 3-ჯერ უთამაშია.

0.117905