ფეხბურთი

14:07 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მარკიზიოსა და "იუვეს" რომანი გრძელდება

ტურინის "იუვენტუსისა" და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო "ბებერ ქალბატონთან" ახალ კონტრაქტს გააფორმებს. ამის შესახებ ავტორიტეტული იტალიური გამოცემა "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება. ამავე წყაროს ინფორმაციით, მარკიზიო მშობლიურ გუნდში 2019 წლის ზაფხულამდე დარჩება, ხოლო აღნიშნული ინფორმაცია შესაძლოა, უკვე ხვალ გაოფიციალურდეს.

29 წლის კლაუდიო მარკიზიო ტურინშია დაბადებული და "ბიანკონერის" სკოლის აღზრდილია. მას შავ-თეთრი მაისურით სამასზე მეტი მატჩი აქვს გამართული. მთავარ გუნდში 2008 წლიდან მოყოლებული თამაშობს.

0.109857