2015 წლის კოპა ამერიკის გათამაშებაზე მეორე ტური პერუსა და ვენესუელის დაპირისპირებით დასრულდა. რიკარდო გარეკას შეგირდებმა მოწინააღმდეგე ანგარიშით 1:0 დაამარცხეს და მეოთხედფინალში გასვლის იმედი დაიტოვეს.
მატჩის პირველ ნახევარში “ფულემის” მცველი ფერნანდო ამორებიეტა მსაჯმა გააძევა და ვენესუელა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი პერუელთა კაპიტანმა “ბაიერნის” ვეტერანმა თავდამსხმელმა კლაუდიო პიზარომ 72-ე წუთზე გაიტანა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად პაოლო გერერო დაასახელეს.
აღნიშნული გამარჯვებით პერუს C ჯგუფში 3 ქულა აქვს, ისევე როგორც ბრაზილიას, ვენესუელას და კოლუმბიას. მეოთხედფინალისტების ვინაობა აღნიშნული ჯგუფიდან ბოლო ტურში გაირკვევა. კოლუმბია პერუს დაუპირისპირდება, ხოლო ბრაზილია ნეიმარის გარეშე ვენესუელასთან გაარკვევს ურთიერთობას.