ესპანური “ლაბორალ კუჩა”, რომლის რიგებშიც ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია ირიცხება, მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გადახალისებას განაგრძობს.
ბასკურმა კლუბმა უკვე შეათანხმა კონტრაქტის პირობები მსუბუქ ფორვარდ ალბერტო კორბაჩოსთან, რომელიც გასული 5 სეზონის განმავლობაში “ობრადოიროში” ირიცხებოდა.
ესპანური პრესის ცნობით, “ლაბორალ კუჩას” მორიგ სამიზნეს ამერიკელი მცველი ოლივერ ლაფაიეტი წარმოადგენს. ამ უკანასნელმა გასული სეზონი პირეოსის “ოლიმპიაკოსში” გაატარა, თუმცა, რამდენიმე კვირაში თავისუფალი აგენტი ხდება და რამდენიმე შეთავაზების განხილვა მოუწევს.