ფეხბურთი

21:46 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

კონდოგბია “ტოტენჰემის” ინტერესთა არეალშიც მოექცა

როგორც Mirror იუწყება, “ტოტენჰემს” ჟოფრი კონდოგბიას შეძენა სურს. “მონაკოს” მოთამაშის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 22 მილიონი გირვანქა სახელდება.

22 წლის მოთამაშის გადაბირებით ასევე არიან დაინტერესებულნი კატალონიის “ბარსელონა”, მილანის “ინტერი”, “მილანი” და “არსენალი”.

კონდოგბიამ პროფესიული კარიერა 2010 წელს “ლანსში” დაიწყო, შემდეგ თამაშობდა “სევილიაში”, 2013 წლიდან კი “მონაკოს” წევრია.

აღსანიშნავია, რომ კონდგობია 2013 წლიდან საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში თამაშობს და ფრანგულ ფეხბურთში ერთ-ერთ გამორჩეულ ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება.

0.110437