ბაქოს ევროპული თამაშების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 125 წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში სომხეთის სახელით მოჭიდავე ლევან ბერიანიძეს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა პეტრიაშვილის გამარჯვებით 5:0 დასრულდა.
შეგახსენებთ ნახევარფინალში პეტრიაშვილი ბელორუს შერმანოვთან დამარცხდა, შემდეგ კი ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძო ბრძოლა.