საქართველოს ჩემპიონი გორის “დილა” 24 ივნისს ამხანაგურ მატჩს სომხეთის “შირაქთან” ჩაატარებს. ამის შესახებ “შირაქის” მთავარმა მწვრთნელმა ვარდან ბიჩახჩიანმა ინტერნეტპორტალ armsport.am-თან ისაუბრა.
მომავალი შეხვედრა გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბიჩახჩიანის თქმით, მომავალი შეხვედრა გუნდში არსებულ სიტუაციაზე ნათელ წარმოდგენას მისცემს.
გასულ სეზონში “შირაქმა” სომხეთის საფეხბურთო პრემიერლიგაში მე-3 ადგილი დაიკავა.