ფეხბურთი

19:15 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

იტალიაში პატოს დაბრუნებაზე საუბრობენ

ბრაზილიური "სან პაულუს" თავდამსხმელი ალეშანდრე პატო შესაძლოა სათამაშოდ ევროპაში დაბრუნდეს. ავტორიტეტული იტალიური გამოცემა "კორიერე დელო სპორტის" ინფორმაციით, 25 წლის ფორვარდს თავისთან რომის "ლაციო" ეპატიჟება. რომაული გუნდი ახალი სეზონიდან უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და შემადგენლობის გაძლიერებას ეშურება.

თავის მხრივ, პატოს აგენტმა ჟილმარ ველოზმა ჟურნალისტებს არ დაუმალა, რომ მისი კლიენტით იტალიაში დაინტერესებულნი არიან:

"პატო ორ იტალიურ გუნდს აინტერესებს", - თქვა ველოზმა.

იტალიელი ჟურნალისტების ვარაუდით, ერთ-ერთი გუნდი სწორედ "ლაციოა".

პატომ გასული სეზონი "სან პაულუში" იჯარით გაატარა, ისე კი "კორინთიანის" საკუთრებაში იმყოფება. ტრანსფერის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება.

თავის დროზე, 25 წლის ფეხბურთელი სერია A-ში უკვე თამაშობდა. 2007-2012 წლებში იგი "მილანის" შემადგენლობაში ირჯებოდა.

0.10919