ბაქოს ევროპული თამაშების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 70 კგ წონითი კატეგორიის ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დავით ტლაშაძე მასპინძელ რუსლან დიბირგაჯიევს დაუპირისპირდა. ორთაბრძოლა მასპინძელმა 6:2 მოიგო და მესამე ადგილზე გავიდა.
შეგახსენებთ დავით ტლაშაძემ მეოთხედფინალში ოლექსი მელნიკი 4:1 დაამარცხა, თუმცა ნახევარფინალში პოლონელ გაჯიევთან 0:4 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ჩაება.