როგორც Evening Standard იუწყება, ლონდონის “ტოტენჰემი” მორგან შნეიდერლინით დაინტერესდა.
გავრცელებული ინფორმაციით “საუთჰემპტონის” ნახევარმცველის დამატების სურვილი ასევე აქვთ “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “არსენალს”.
“სტრასბურგის” აღზრდილის სავარაუდო სატრანსფერო თანხად 25 მილიონი გირვანქა სახელდება.
საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მოთამაშე “საუთჰემპტონში” 2008 წლიდან თამაშობს და ამ დროის განმავლობაში 200-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.