როგორც Sky Sports იუწყება, “მანჩესტერ სიტი” ჯეკ უილშირით დაინტერესდა. კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, უილშირის სავარაუდო სატრანსფერო თანხა კი არ სახელდება.
ამავდროულად გავრცელდა ინფორმაცია რაჰიმ სტერლინგის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლის შესახებ, თუმცა ბოლო ცნობით, კლუბები ფინანსურ მხარეზე ვერ შეთანხმდნენ.
“მანჩესტერ სიტიმ” 40 მილიონი გირვანქა შესთავაზა მერსისაიდულ კლუბს, “ლივერპული” კი 10 მილიონით მეტს ითხოვდა, რამაც მოლაპარაკების ჩაშლა განაპირობა.