როგორც AS იუწყება, მადრიდის “ატლეტიკო” პსჟ-ს ნახევარმცველ ტიაგო მოტას შეძენით დაინტერესდა. ფეხბურთელის აგენტი მადრიდში იმყოფება და ესპანურ მხარესთან აწარმოებს მოლაპარაკებას.
გავრცელებული ინფორმაციით, მოტათი დაინტერესებას ასევე გამოთქვამენ მილანის “ინტერი” და “ვალენსია”.
შეგახსენებთ ტიაგო მოტა 2001-2007 წლებში “ბარსელონას” ფეხბურთელი იყო, 2007-08 წლების სეზონში კი “ატლეტიკოსთვის” ითამაშა. მას შემდეგ მოტას ლა ლიგაში არ უთამაშია.