ბაქოს ევროპის თამაშების თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა ტურნირის ნახევარფინალში 70 კგ წონით კატეგორიაში დავით ტლაშაძე პოლონელ გაჯიევთან 0:4 დამარცხდა და ალექსანდრე ამინაშვილისა (86) და გენო პეტრიაშვილის (125) მსგავსად ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.
რაც შეეხება ბექა ლომთაძეს (70 კგ), იგი ფინალშია და ოქროს მედლისთვის რუსეთის წარმომადგენელ ბოგომოევს დაეჭიდება.