ჭიდაობა

12:23 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ამინაშვილი და პეტრიაშვილი ნახევარფინალში დამარცხდნენ

ბაქოს ევროპის თამაშების თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ტურნირის ნახევარფინალი გენო პეტრიაშვილისა (125) და ალექსანდრე ამინაშვილისთვის (86) დაუძლეველი აღმოჩნდა.

პეტრიაშვილი ბელარუს შერმანოვთან დამარცხდა, ამინაშვილმა კი მოლდოველ იანულოვთან წააგო. ორივე ქართველი ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

70 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში დავით ტლაშაძე პოლონელ გაჯიევს დაეჭიდება.

თეგებიბაქო 2015
0.129038