ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ხოსე პეკერმანის მიერ გაწვრთნილმა კოლუმბიის ეროვნულმა გუნდმა ბრაზილიის ნაკრები მინიმალური სხვაობით (1:0) დაამარცხა.
მატჩის ერთადერთი გოლი 36-ე წუთზე ჯეისონ მურილიომ გაიტანა. კოლუმბიელმა კუადრადომ მარჯვნიდან საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს ბურთი ჯეფერსონის კართან ჩაჰკიდა, სადაც მყოფმა ბრაზილიელმა მცველებმა ბურთი ვერ ამოიტანეს და ამპლუით მცველმა მურილიომ ზუსტად დაარტყა - 1:0.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრაზილიელმა ნეიმარმა ბურთი ზურგში კოლუმბიელ არმეროს გაარტყა, რომელიც გამარჯვებას ზეიმობდა. ნეიმარის საქციელმა ყველაზე მეტად კოლუმბიელი ბაკა აღაშფოთა, რომელიც თანაგუნდელს გამოექომაგა და საბოლოოდ, ჩილელმა არბიტრმა ენრიკე ოსესმა ორივე ფეხბურთელი გააძევა.
ბრაზილია – კოლუმბია 0:1 (0:1)
ბრაზილია: ჯეფერსონი, დანი ალვეში, ტიაგო სილვა, მირანდა, ფელიპე ლუისი, ფერნანდინიო, ელიასი (დიეგო ტარდელი, 76), ფრედი (ფელიპე კოუტინიო, 46), ვილიანი (დუგლას კოსტა, 69), ნეიმარი, რობერტო ფირმინიო.
მთავარი მწვრთნელი: კარლოს დუნგა.
კოლუმბია: ოსპინა, სუნიგა, საპატა, მურილიო, არმერო, ვალენსია (მეხია, 80), სანჩესი, კუადრადო, როდრიგესი, ფალკაო (იბარბო, 69), ტეო გუტიერესი (ბაკა, 76).
მთავარი მწვრთნელი: ხოსე პეკერმანი.
გოლი: მურილიო (36).
გაფრთხილება: გუტიერესი (20), ფერნანდინიო (33), ფირმინიო (41), ნეიმარი (46).
გაძევება: ნეიმარი (90+6), ბაკა (90+6).