კალათბურთი

1:47 | 18.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

გასოლი ევრობასკეტზე ითამაშებს

ესპანეთის საკალათბურთო ნაკრების ვარსკლავმა პაუ გასოლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2015 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს.

“გადავწყვიტე, გუნდთან ერთად ვიყო და ამის შესახებ ესპანეთის კალათბურთის ფედერაციასაც ვაცნობე. მაქსიმუმს გავაკეთებ, რათა ნაკრებმა ევრობასკეტზე წარმატებას მიაღწიოს და ოლიმპიადის საგზურიც მოვიპოვოთ”, - განაცხადა გასოლმა მადრიდში მოწვეულ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის ნაკრები ევროპირველობის B ჯგუფის მატჩებს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩაატარებს, მასპინძელთა გარდა კი, მეტოქეებად იტალია, თურქეთი, სერბეთი და ისლანდია ეყოლება.

0.114112