როგორც Sky Sports იუწყება ტურინის “იუვენტუსს” კარლოს ტევესის ტრანსფერთან დაკავშირებით “ბოკა ხუნიორსმა” მიმართა. არგენტინულ კლუბს ტევესის სამშობლოში დაბრუნება სურს. ამდროისთვის მოლაპარაკების დეტალები არ ხმაურდება.
31 წლის ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა სწორედ “ბოკა ხუნიორსში” დაიწყო. 1997-2001 წლებში არგენტინული კლუბის ასაკობრივ და სარეზერვო გუნდში თამაშობდა, 2001-2004 წლებში კი ძირითადი გუნდის წევრი იყო.
ტევესმა კლუბთან ერთად 2003 წელს აპერტურის, ლიბერტადორესისა და სუდამერიკანას თასი მოიგო, ასევე გახდა საკონტინენტთაშორისო თასის გამარჯვებული.
ტევესი 2003, 2004 და 2005 წლებში სამხრეთ ამერიკის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა, 2004 წელს კი არგენტინის საუკეთესო სპორტსმენი გახდა. ასე რომ ტევესს “ბოკა ხუნიორსთან” წარმატებული პერიოდი აკავშირებს.