როგორც “გლადბახის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება კლუბმა ლევერკუზენის “ბაიერიდან” 22 წლის ფორვარდი იოსიპ დრმიჩი შეიძინა. შვეიცარიელმა კლუბთან 2019 წლის 20 ივნისამდე ხელშეკრულება გააფორმა.
დრმიჩი “ციურიხის” აღზრდილია, 2010-13 წლებში “ციურიხის” ძირითად გუნდში დამკვიდრდა, 2013-14 წლები კი გერმანიის ბუნდესლიგაში გაატარა, სადაც “ნიურნბერგის” შემადგენლობაში შედეგიანობით გამოირჩეოდა.
გერმანიის ბუნდესლიგაში წარმატებული სადებიუტო სეზონის შემდეგ ლევერკუზენის “ბაიერში” განაგრძო კარიერა, გასული სეზონის დასრულების შემდეგ კი “გლადბახის” საკუთრება გახდა.