სხვა

19:05 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

პირველი მედალი ბაქოდან

ქართველ მშვილდოსანთა შერეული წყვილი ბაქოს პირველი ევროპული თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახდა. ხათუნა ნარიმანიძემ და ლაშა ფხაკაძემ ჩინებულად იასპარეზეს და მხოლოდ ფავორიტად მიჩნეულ იტალიის ნაკრებთან დამარცხდნენ – 3:5.

აღსანიშნავია, რომ ნარიმანიძემ და ფხაკაძემ უძლიერეს ნატალია ვალეევას და მის თანაგუნდელ მაურო ნესოლის დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს, რაც სეტების ანგარიშშიც აისახა – 36:34, 37:39, 35:39, 36:36.

ცნობისთვის, ეს, ქართული დელეგაციის მიერ ბაქოში მოპოვებული პირველი მედალია და ჩვენი ქვეყანა საერთო ჩათვლაში 25-ე ადგილზე დამკვიდრდა.

აღნიშნულ დისციპლინაში ბრინჯაოს პრიზიორი უკრაინა გახდა, რომელმაც მე-3 ადგილისთვის მატჩში სლოვენია 5:1 დაამარცხა.

0.132174