პსჟ-ს იტალიელი მეკარე სალვატორე სირიგუ კლუბის დატოვებას არ აპირებს. გავრცელებული ინფორმაციით, სირიგუს დამატების სურვილი “რომას”, “ნაპოლისა” და “ინტერს” აქვთ, თუმცა 28 წლის მოთამაშე პარიზულ გუნდში რჩება.
“ბოლო დღეებში ჩემს შესახებ ბევრი ჭორი გაჟღერდა, თუმცა არ არსებობს მიზეზი რაც გადამაწყვეტინებს პსჟ-ს დატოვებას” – აღნიშნა მეკარემ Sky Italia-თან საუბარში.
სალვატორე სირიგუმ პროფესიონალური კარიერა “პალერმოში” დაიწყო, ასევე თამაშობდა “კრემონეზესა” და “ანკონაში”, 2011 წლიდან კი პსჟ-ს ფეხბურთელია.