ქართველ მშვილდოსანთა შერეული წყვილი ხათუნა ნარიმანიძის და ლაშა ფხაკაძის შემადგენლობით ბაქოში მიმდინარე პირველი ევროპული თამაშების ფინალშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერცხლის მედლები განაღდებული აქვს.
ქართველი სპორტსმენებს საკვალიფიკაციო რაუნდის შემდეგ მე-3 მაჩვენებელი ჰქონდათ და მერვედფინალში რუმინულ წყვილს 5:3 სძლიეს, მეოთხედფინალში ესპანელებს გაუმკლავდნენ (5:4), ნახევარფინალში კი სლოვენია 5:1 დაამარცხეს.
ფინალში, რომელიც თბილისის დროით 18:36 საათისთვის გახლავთ დაგეგმილი, ქართველთა მეტოქე კი იტალია იქნება.