თურქეთის სუპერლიგის ბინადარი სტამბულის "ფენერბახჩე" ძლიერდება. "ფენერმა" ფრანგული "ლილის" დანიელი მცველი სიმონ კიაერი შეიძინა. ამის შესახებ სტამბულური გუნდის ოფიციალური ტვიტერის გვერდი იუწყება.
26 წლის მცველმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ში 31 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. მანამდე იგი გერმანული "ვოლფსბურგის", იტალიური "პალერმოსა" და "რომას" ღირსებას იცავდა. დანიის ნაკრებში კიაერს 50-ჯერ უთამაშია და მეტოქეები ორჯერ დაამწუხრა.