ფეხბურთი

14:56 | 17.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

დარმიანი "ნაპოლის" აინტერესებს

იტალიის სერია A-ს ბინადარი "ნაპოლი" იტალიის ნაკრებისა და "ტორინოს" მცველის მატეო დარმიანის შეძენას ცდილობს. ამის შესახებ ავტორიტეტული გამოცემა "კორიერე დელო სპორტი" წერს. გამოცემის ცნობით, "აძურის" ახალ მწვრთნელ მაურიციო სარის დაცვის ფლანგის გაძლიერება სურს, დარმიანს კი ერთნაირად წარმატებით თამაში ორივე ფლანგზე შეუძლია.

ამავე წყაროს ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ "ნაპოლი" ტურინულ გუნდს ორ ფეხბურთელს, კოლუმბიელ თავდამსხმელ დუვან ძაპატასა და მაროკოელ ნახევარმცველ ომარ ელ კადურის სთავაზობს.

მატეო დარმიანის მომავალს ჟურნალისტები ბოლო დროს კატალონიის "ბარსელონასა" და მიუნხენის "ბაიერნსაც" უკავშირებდნენ.

გასულ სეზონში დარმიანიმ სერია A-ში 33 მატჩში ორი გოლი გაიტანა, ხოლო ევროპის ლიგაზე 13 მატჩში მეტოქეები სამჯერ დაამწუხრა. იტალიის ნაკრებში ფეხბურთელს აქამდე 13 შეხვედრა აქვს გამართული.

0.112187