ბაქოს პირველ ევროპულ თამაშებში სტარტი აიღო ტურნირმა ტყვიის სროლაში, თუმცა, ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას ვერც ამ ასპარეზზე მიაღწიეს.
პნევმატური პისტოლეტიდან 10 მ. დისტანციიდან სროლაში 46 წლის ნინო სალუქვაძემ და 15 წლის ლიზი კილაძემ ერთნაირი შედეგი (379 ქულა) აჩვენეს და შესაბამისად, მე-15 და მე-16 ადგილები დაიკავეს.
ეს მაჩვენებლები ფინალში გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა, შეჯიბრის გამარჯვებული კი სერბი ზორანა არუნოვიჩი გახდა.
ვაჟებში ანალოგიურ დისტანციაზე 576 ქულა მოაგროვა სალუქვაძის ვაჟმა – 17 წლის ცოტნე მაჭავარიანმა. ქართველის სპორტსმენის შედეგი მე-14 იყო, ფინალში კი აქაც საუკეთესო რვეულმა გააღწია.