თამაშგარე

11:48 | 14.12.2012 | ნანახია [] - ჯერ

12.12.12-ში გადახდილი ქორწილი

„ნიუ იორკ ნიქსის“ კალათბურთელმა ამარე სტადემაირმა ქორწილი განსაკუთრებულ თარიღს 2012 წლის მე-12 თვის მე-12 დღეს დაამთხვია, მისი რჩეული კი ალექსის უელშია.
ცხოვრებაში იშვიათია საუკეთესო და განუმეორებელი მომენტი, მითუმეტეს როცა ეს მომენტი ემთხვევა ისეთ თარიღს, რომელიც აღარ განმეორდება. სწორედ ასეთ განსაკუთრებულ დღეს გადაწყვიტა ქორწილის გადახდა ნბა-ს მოთამაშემაც და მის რჩეულს ორმაგად განსაკუთრებული დღე აჩუქა.
წყვილი ივნისში დაინიშნა, პარიზში. მას შემდეგ ძალიან გააჭიანურეს სანუკვარი ქორწილი, მაგრამ ახლა უკვე ცხადია ყველაფერი. უელშმა ეს მნიშვნელოვანი მომენტი „ინსტაგრამზე“ განათავსა, სადაც საათიც 12:12-ს აჩვენებს.
წყვილმა არა მხოლოდ გრანდიოზული თარიღი აარჩია, მათ არ დაივიწყეს „სენდის ფონდი“ და საკუთარი ქორწილის ბოლოს საქველმოქმედო აქცია-კონცერტზეც გამოცხადდნენ - ისინი ქველმოქმედების მსურველთა  ზარებს პასუხობდნენ.
სტადემაირს სერიოზული ტრავმა ჰქონდა მიღებული მუხლზე, რის გამოც ოქტომბერში ოპერაცია დასჭირდა. მიმდინარე რეგულარულში, ჯერ არცერთი მატჩი ჩაუტარებია.  
 

0.143109