გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის სუპერფინალურის სერიის მეექვსე შეხვედრა გაიმართა, სადაც “კლივლენდი” შინ “გოლდენ სტეიტთან” 97:105 დამარცხდა. “მეომრებმა” სერია 4:2 მოიგეს და ნბა-ს ჩემპიონები კლუბის ისტორიაში მეოთხეჯერ გახდნენ (1947, 1956, 1975, 2015). მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ოქროს შტატელებმა” 28:18 მოიგეს. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 32 ქულა, 18 მოხსნა და 9 პასი შესძინა. “მეომრებში” საუკეთესოები კარი (25 ქულა, 8 პასი, 6 მოხსნა) და იგუადალა (25 ქულა, 5 პასი, 5 მოხსნა) იყვნენ.
ფინალური სერიის უძვირფასესი მოთამაშე(MVP) “გოლდენ სტეიტის” 31 წლის მცირე ფორვარდი ანდრე იგუადალა გახდა. ფინალურ სერიაში იგუადალა საშუალოდ გუნდს 16.3 ქულას და 5.8 მოხსნას სძენდა. ანდრეს დაცვაში ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ უწევდა თამაში. შარშანდელ სეზონშიც ფინალური სერიის MVP ლებრონ ჯეიმსის წინააღმდეგ მოთამაშე კავაი ლეონარდი გახდა.
საბოლოო ჯამში, ნბა “გოლდენ სტეიტმა” ღირსეულად მოიგო. რეგულარულში ორივე კონფერენციაში საუკეთესო შედეგი აჩვენა (67-15). პლეი ოფში “ოქროს შტატელებმა” 16 მატჩი მოიგეს და მხოლოდ 5 წააგეს. გადავავლოთ თვალი ოკლენდელთა პლეი ოფში განვლილ გზას: “ნიუ ორლეანი” 4:0, “მემფის გრიზლი” 4:2, “ჰიუსტონ როკეტსი” 4:1 და სუპერფინალში “კლივლენდ კავალიერსი” 4:2
მატჩისშემდგომი კრესკონფერენცია
დევიდ ბლატი (“კლივლენდის” მთავარი მწვრთნელი): “პირველ ყოვლისა ჩემს კოლეგას სტივ კერის და მის თანამშრომლებს მინდა გამარჯვება მივულოცო. მათ საოცარი სამუშაო ჩაატარეს და “გოლდენ სტეიტმა” ჩემპიონობა დაიმსახურა. მინდა ჩემს ბიჭებს მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ ტრავმებმა ბევრი პრობლემა შეგვიქმნა, ჩვენ სუპერფინალში გავედით. კარგი ისტორია იყო, მაგრამ ცუდად დამთავრდა”.
სტივ კერი (“გოლდენ სტეიტის” მთავარი მწვრთნელი): “მინდა “კლივლენდს” და დევიდ ბლატს ფანტასტიკური სეზონი მივულოცო. კავალერიას ტრავმების გამო გუნდის ლიდერები აკლდა, მაგრამ მათ სუპერფინალში გასვლა მაინც მოახერხეს. შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ცოტა გაგვიმართლა, რადგან სერიოზული ტრავმები არ გვქონია. მინდა ჩემს ბიჭებს ეს დიდი გამარჯვება მივულოცო”
“კლივლენდ კავალიერსი” – “გოლდენ სტეიტ უორიორსი” 97:105 (15:28, 28:17, 18:28, 36:32)
“კლივლენდი”: ჯეიმსი (32 ქ. 18 მ. 9 პ.), სმიტი (19 ქ.), მოზგოვი (17 ქ. 12 მ.), ტომპსონი (15 ქ.), შამპერტი (8 ქ.), ჯონსი (5 ქ.), დელავედოვა (1 ქ.)
“გოლდენ სტეირი”: კარი (25 ქ. 8 პ. 6 მ.), იგუადალა (25 ქ. 5 პ. 5 მ.), გრინი (16 ქ. 10 პ. 11 მ.), ლივინგსტონი (10 ქ. 11 მ. 10 პ.), ეზელი (10 ქ.), ბარნსი (9 ქ.), ტომპსონი (5 ქ.), ბარბოსა (5 ქ.)
https://www.youtube.com/watch?v=I_NqH8k4c4Y
სერია გოლდენ სტეიტმა 4:2 მოიგო