როგორც “დინამო თბილისის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გია გეგუჩაძის ფეხბურთელები სლოვენიურ შეკრებაზე მეორე ამხანაგურ მატჩს “დომჟალეს” წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 19 ივნისს ჩატარდება.
თბილისური კლუბის ფეხბურთელებმა შეკრების მეშვიდე დღე სახალისო და აღდგენითი ვარჯიშით დაიწყეს, მათ გოლ კლუბში ფუტგოლი ითამაშეს, ასევე დაათვალიერეს ქალაქი მარიბორი, საღამოს კი წყლის პროცედურებს დაუთმეს.
“დომჟალემ” გასულ სეზონში სლოვენიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.
გუნდის მთავარი მწვრთნელი 32 წლის ლუკა ელსნერია, რომელიც 2013 წლიდან აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობს.
“დომჟალეს” შემადგენლობაში ნაკლებად ცნობილი ფეხბურთელები თამაშობენ.