ფეხბურთი

22:34 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

სააკაშვილი “ჩერნომორეცს” საშინაო მატჩების ოდესაში ჩატარებას დაჰპირდა

ოდესის ახალმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საფეხბურთო კლუბი “ჩერნომორეცი” მომავალ სეზონში უკრაინის პრემიერლიგის მატჩებს მშობლიურ სტადიონზე ჩაატარებს. ამის შესახებ ინტერნეტპორტალი timer-odessa.net-ი იუწყება.

უკრაინის ჩემპიონატის მეორე წრეში “ჩერნომორეცი” სახლში ვერ თამაშობდა, რადგან ადგილობრივი ხელისუფლება გუნდებს უსაფრთხოების გარანტიას ვერ აძლევდა.

ასევე, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ 14 ივლისს ოდესაში უკრაინის სუპერთასის მატჩში ერთმანეთს კიევის “დინამო” და დონეცკის “შახტარი” დაუპირისპირდებიან.

გასულ სეზონში “ჩერნომორეცში” ქართველი მცველი გიორგი გადრანი გამოდიოდა.

0.11696