32 წლის ბასკი ანდონი ირაოლა ბილბაოს “ატლეტიკიდან” MLS-ის კლუბ “ნიუ იორკ სითიში” გადავიდა. მოთამაშემ ამერიკულ კლუბში გადასვლის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა:
“მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ ერთ კლუბში ვთამაშობდი, თუმცა დავტოვე ბილბაო და ჩემი პირველი ტრანსფერიც შედგა.
დიდი სურვილი მქონდა “ნიუ იორკ სიტიში” თამაშის, მოლაპარაკებები წარმატებულად დასრულდა, აქ მოსვლით ბედიერი ვარ” – აღნიშნა ფეხბურთელმა.
ირაოლას ამერიკულ კლუბში ვეტერანი ესპანელი ფეხბურთელები დავიდ ვილა და პაბლო ალვარესი დახვდნენ.
ანდონი ირაოლას მთელი საფეხბურთო კარიერა ბილბაოს “ატლეტიკში” აქვს გატარებული, მას ბასკურ კლუბში 500-ზე მეტი მატჩი ჩაუტარებია. თამაშობდა ესპანეთის 18 და 21-წლამდე ნაკრებებში, ასევე იყო ესპანეთის ნაკრების წევრი.