როგორც “სამპდორიას” პრეზიდენტმა მასიმო ფერერომ Sky Sports-თვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მისი კლუბი მარიო ბალოტელის შეძენას არ ცდილობს.
“ბალოტელის “სამპდორიაში” გადასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ეს მხოლოდ ჭორია. ჩვენ გვსურდა ბალოტელის დონის მოთამაშის შეძენა, მაგრამ საკმარისი თანხები არ აღმოგვაჩნდა”, - აღნიშნა ფერარომ.
შეგახსენებთ, მარიო ბალოტელის იტალიის სერია A-ში არაერთი სეზონი გაუტარებია. იგი “ლუმეცანეს” საფეხბურთო სკოლის აღზრდილია, რომლის ძირითადი გუნდის გარდა “ინტერსა” და “მილანში” უთამაშია, 2014 წლიდან კი “ლივერპულის” წევრია.