ფეხბურთი

10:45 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესიმ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზზე უარი თქვა

არგენტინის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ ჩილეში მიმდინარე კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე პარაგვაისთან ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი პრიზის მიღებაზე უარი თქვა. ამის შესახებ ესპანური გამოცემა Marca იუწყება.

ხერარდო მარტინოს შეგირდები შეხვედრის მსვლელობისას 2:0 იგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ ქულას დასჯერდნენ. ამის გამო, “ბარსელონას” ფორვარდი ისეთი გულდაწყვეტილი იყო, რომ კუთვნილ ჯილდოზე უარი თქვა. საბოლოოდ მატჩის საუკეთესო მოთამაშისადმი განკუთვნილი პრიზი პარაგვაელ ნელსონ ვალდესს გადაეცა.

0.118207