“კრისტალ პალასის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობამ ნორვეგიელ ფეხბურთელ ბრედ ჰანგელანდს კონტრაქტი ერთი წლით გაუხანგრძლივა და მცველი ლონდონის გუნდში მომდევნო სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
ჰანგელანდი “არწივებს” გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და 2014/15 წლების სათამაშო სეზონში 17 მატჩი 2 გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.