ფეხბურთი

19:17 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” რეიტინგში “ბარსას” მაინც უსწრებს

მიუხედავად იმისა, რომ კატალონიის “ბარსელონამ” 2014/15 წლების სეზონი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა, უეფას საკლუბო რეიტინგში პირველ ადგილზე მაინც მადრიდის “რეალია”.

უეფას ოფიციალური ვებგვერდის მიერ გამოქვეყნებულ ახალ რეიტინგში “სამეფო კლუბი” ბოლო 5 წლის განმავლობაში ნაჩვენები შედეგის მიხედვით პირველ ადგილზე 171.999 ქულით იმყოფება. მეორე ადგილზე “ბარსელონა” 164.999 ქულითაა, ხოლო მესამეზე მიუნხენის “ბაიერნი” – 154.883. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი ტურინის “იუვენტუსი” მე-14 ადგილზე 95.102 ქულით იმყოფება.

ევროპის ლიგის გამარჯვებული “სევილია” 23-ე პოზიციას 80.499 ქულით იკავებს, ხოლო ფინალისტი, ჯაბა კანკავას “დნიპრო” 36-ე ადგილზე 52.033 ქულით იმყოფება.

რეიტინგის ათეული ზემოთაღნიშნული გუნდების გარდა შემდეგნაირად გამოიყურება:

4 – “ჩელსი” – 142.078

5 – “ატლეტიკო” – 120.999

6 – “ბენფიკა” – 118.278

7 – “შალკე” – 111. 883

8 – “პორტუ” – 111.276

9 – “არსენალი” – 110.078

10 – “მანჩესტერ იუნაიტედი” – 103.078

აწ უკვე გასულ სეზონში ნაჩვენები შედეგის მიხედვით კი ლოგიკურია რეიტინგის სათავეში “ბარსელონაა” 38.042 ქულით. მეორე ადგილზე “რეალია” – 33.042 ქულით, ხოლო მესამე პოზიციას “იუვე” 32.800 ქულით იკავებს. 2014/15 წლების სეზონის გათვალისწინებით, “დნიპრო” მე-16 ადგილზე 21.000 ქულით იმყოფება.

გასული სეზონის ათეულის დანარჩენი 7 გუნდის რეიტინგი.

4 – “სევილია” – 32.042

5 – “ბაიერნი” – 31.171

6 – “პორტუ” – 26.816

7 – “ატლეტიკო” – 26.042

8 – “ნაპოლი” – 25.800

9 – “ფიორენტინა” – 23.800

10 – “ჩელსი” – 23.714

0.121107