ფეხბურთი

18:22 | 15.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რეინჯერსს” პრემიერლიგაში დასაბრუნებლად უორბარტონი დაეხმარება

“რეინჯერსის” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გლაზგოური გუნდის ახალი მწვრთნელი, აკაკი გოგიას გუნდის “ბრენტფორდის” ყოფილი თავკაცი, მარკ უორბარტონი იქნება. ის გლაზგოელებს მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში გაწვრთნის.

ინგლისელი სპეციალისტი “ბრენტფორდს” 2013 წლის დეკემბრიდან 2014/15 წლების სეზონის ბოლომდე წვრთნიდა. მისმა გუნდმა 78 მატჩი ჩაატარა, აქედან 41 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 22 მათგანში მარცხი განიცადა.

“რეინჯერსი” შოტლანდიის პრემიერლიგაში დასაბრუნებლად გასულ სეზონშიც იბრძოდა. გუნდმა ჩემპიონშიფის პლეიოფი მოიგო, თუმცა პრემიერლიგის ბოლოდან მეორე ადგილოსან “მოზერუელს” ვერაფერი მოუხერხა და ორივე შეხვედრა დათმო (1:3, 3:0).

0.116583